გაკვეთილის გეგმა


                                             გაკვეთილის გეგმის ფორმა/სქემა

გაკვეთილის მთავარი თემა
თემა: რატომ მოეწყო ჯვაროსნული ლაშქრობები?
სწავლების საფეხური
საბაზო: VIIკლ
მოსწავლეთ პროფილი
29
გაკვეთილის მნიშვნელონა/აქტივობა
გაეცნობიან მოვლენის მიზეზებს, შექმნილ გარემოებებს, გამოიტანენ დასკვნებს, გნუვითარდებათ ანლიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი, გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას და იმსჯელებენ ისტორიული მოვლენის მნიშვნელობასა და  შედეგებზე
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ,  ჩამოთვლიან გამომწვევ მიზეზებს,  გაიგებენ ამ ლაშქრობებში მონაწილე მნიშვნელოვანი პირების შესახებ და რელიგიის როლზე მიმდინარე პროცესებში.
გაკვეთილის მიზნები და შეგედები
ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს   ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
·      ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, აკავშირებს ისტორიულ ფაქტებს  ძველი და ახალი წელთაღრიცხის სისტემასთან;
·      ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის ხაზზე (სკალაზე) აღნიშნავს ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს;
ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და  გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის ძირითად  მოვლენებზე;
ისტ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და  ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის  სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.
·      ირჩევს სხვადასხვა პერიოდის საზოგადოების ერთ-ერთ სოციალურ ფენას და წერილობით აღწერს ამ ფენის წარმომადგენლის ყოველდღიურ ცხოვრებას (მაგ.: გლეხი შუა საუკუნის ევროპაში,  მონა რომის რესპუბლიკაში,  ქშატრია ძველ ინდოეთში);
·      მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ეპოქიდან ასახელებს წარმატებულ ისტორიულ პირებს, განსაზღვრავს მათ სოციალურ სტატუსს (მაგ.: მეფე, ვაჭარი, მონადირე, ბანკირი, მიწათმფლობელი, პრეზიდენტი, მეცნიერი და ა.შ.) და აყალიბებს მათი წარმატებულობის მიზეზებს;

ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა  საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
·       სახელმძღვანელოს, დამატებითი ლიტერატურისა, თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოების რელიგიებზე;
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს აქვთ ზოგადი ინფორმაცია ევროპაში მიმდინარე პროცესებზე,შეუძლიათ დაასახელონ შუა საუკუნეების სოციალური ფენები და იციან თურქ-სელჩუკთა დაპყრობების შესახებ მსოფლიოში
შეფასების საგანი და პროცედურები
პრეზენტაცია,მსჯელობა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, რუკა, ცარცი, სტიკერები, ფორმტები, მარკერები, წებოვანი ფურცლები,სლაიდები,პროექტორი, ფერადი ფურცლები.
გაკვეთილის მსვლელობა
1.        გ. ი.  - რომელი დამპყრობლების შესახებ გსმენიათ?  ვინ იყვნენ თურქ-სელჩუკები? რა იცით მათი დაპყრობების შესახებ? რა პრობლემები შეიქმნა მათი ლაშქრობების  შემდეგ წინა აზიაში?                                       3-4 წთ
2.       მინი ლექცია:  ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ. ზოგადი ინფორმაცია მიზეზებზე და კავშირებზე თურქ-სელჩუკებთან, პარალელურად  სლაიდებთან ერთად.                                                                            5-6 წთ
3.       წყაროებზე მუშაობა: ჯგუფებად დაიყოფიან მოსწავლეები, მიეცემათ ტექსტები სახელმძღვანელოდან, ექნებათ წინასწარ მომზარდებული კითხვები ტექსტიდან გამომდინარე. უპასუხებენ ჯერ წრილობით და შემდეგ პრეზენტაციას გააკეთებენ ტექსტის ირგვლივ. (თითოეულ ჯგუფს აქვს დროის ლიმიტი - 4-5წ  და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით თითოეული წარმოადგენს ტექსტის პრეზენტაციას)
      I   ჯგუფი: ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზები
     I I   ჯგუფი: ლაშქრობაში მონაწილე სოციალური ფენები და მათი მიზანი
      I I I  ჯგუფი : ჯვაროსნული ლაშქრობის მიმდინარეობა და მონაწილეები (I-III ლაშქრობები)
       IV ჯგუფი: პირველი ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგები და  ჯვაროსნული სახელმწიფოების შექმნა.
         ვახორციელებ პერიოდულად ჯგუფური მუშაობის მონიტორინგს და კონსულტაციებს ჯგუფებთან                                                         20  წთ                                                                                                                     
4.       შემაჯამებელი კითხვა-პასუხი თემის ირგვლივ: რამ გამოიწვია ჯვაროსნული ლაშქრობების მოწყობა? რა როლი ჰქონდა ამ პროცესში კათოლიკურ ეკლესიას და პაპს? დასახელეთ სოციალური ფენები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში? რა მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანული ქალაქების გათავისუფლებას  და ჯვაროსნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას წინა აზიაში?           6 წ                                                              
5.       შეფასება: ჯგუფის შეფასება წინასწარ მომზადებული შეფასების   რუბრიკის მიხედვით. პრეზენტაციის შეფსების რუბრიკის მიხედვით. შესაძლებელია ინდვიდუალური შეფასებაც გამსაზღვრელი და გამავითარებელი შეფასებით.                                                                   6 წ          
6.       დავალება: თხზულება: რიჩარდ ლომგული                                         3 წთ


No comments:

Post a Comment

დავიბადე 1976 წლის 2 იანვარს ხაშურის რაიონში. 1993 წელს დავამთავრე ალის საშუალო სკოლა. 2000 წელს დავამთავრე ს.ს.ორბელიანის სახელობის უნივერს...